ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც 2021 წელს ყველაზე ნაკლებად გაუმართლებს

by guramus

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რას გვიმზადებს თითოეული თვე. ამისთვის ასტროლოგია კარგი ვარიანტია, თუმცა მისი პროგნოზები იმას არ ნიშნავს, რომ ეს გარანტირებულად ასე იქნება. ადამიანის სურვილსა და თავდადებას წინ ვერც ერთი პლანეტის გავლენა ვერ აღუდგება.

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ, თუ ზოდიაქოს რომელ 5 ნიშანს გაუმართლებს 2021 წელს ყველაზე ნაკლებად. ამისთვის კი მათ განსაკუთრებულად უნდა იშრომონ.

როგორც ყოველთვის, ზოგი უკეთ იქნება სხვებთან შედარებით, მაგრამ ეს ხომ თამაშია. პროგნოზების ცოდნით, უკეთ მიხვდებით თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ 2021 წელს.

ტყუპები

ამ ნიშანს ,,ყალბი სიმშვიდე” სჩვევია, შესაძლოა ძალიან წყნარი მოგეჩვენოთ, მაგრამ აბა სცადეთ მისი გაბრაზება. როგორც კი ზღვარს გადახვალთ, ტყუპების ტემპერამენტი ადგილს მიგიჩენთ, მათი სიფიცხე არაპროგნოზირებადია. ეს თვისება კი ბევრ პრობლემას მიიზიდავს მომავალი წლისთვის.

სამწუხაროდ, რთულია ხასიათის კონტროლი, ვინაიდან ტყუპებს თანდაყოლილი იმპულსური ბუნება აქვთ.

კიბო

ეს ძლიერი ტემპერამენტის მქონე ნიშანი საკმაოდ ბევრს შრომობს, თუმცა მომავალ წელს იღბალი მათ მხარეს არ იქნება. შესაძლოა მოხდეს ისეთი რაღაცები, რაც მათ კონტროლში არ არის.

მოულოდნელი ღალატი, იმედგაცრუება, მარცხი – დიდი შანსია ეს უიღბლო მოვლენები ერთმანეთს მიეწყოს.

თხის რქა

თხის რქას ფინანსური პრობლემები აქვს, თუმცა ის მეტისმეტად თავდაჯერებულია. მას შეუძლია მთელი დღე ითამაშოს რულეტი, ბლექჯექი, სლოტები… მაგრამ ეს არ უშველით, ცუდი გადაწყვეტილებებისა და უიღბლობის სინთეზი თხის რქას არცთუ ისე წარმატებულ წელს უმზადებს.

მერწყული

მერწყულს ჩახლართული პირადი ურთიერთობები ელოდება, სადაც არ იქნება არანაირი ინტერესი, იმედი და სტაბილურობა. ამ ნიშანს ძალიან სურს მეორე ნახევრის პოვნა და გრძელვადიანი კავშირი, მაგრამ ხშირად არასწორ პარტნიორებს ირჩევენ. თუ მიხვდებით, რომ კონკრეტული ადამიანი არ შეგეფერებათ, მალე დაასრულეთ მასთან ურთიერთობა და იყავით ფრთხილად!

თევზები

ეს ნიშანი ხშირად ძალიან მოწყვლადი და უცნაურია. ეს უცნაურობა კი პერიოდულად იმატებს. თევზები არცთუ ისე იშვითად უშვებენ შეცდომებს, ხშირად განიცდიან მარცხს და ბევრ არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. საბოლოოდ კი მრავალგანზომილებიან სირთულეებში ხვდებიან. იღბალიც ყოველთვის მათ მხარეს არ არის, გამოსავალი მხოლოდ გადაწყვეტილებების შეცვლაშია.

You may also like