2021 წლის ჰოროსკოპი – ზოდიაქოს ყველა ნიშნის მიმოხილვა

by guramus

ყველას აინტერესებს როგორი იქნება 2021 წლის ჰოროსკოპი თავისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. წაიკითხეთ და გაიგეთ, როგორი წელი გელით.

თევზები

შენ ყველაზე მეოცნებე ნიშანი ხარ, ძვირფასო თევზებო. გაქვს თანაგრძნობის თანდაყოლილი უნარი და სიკეთე. სხვების ემოციების გაგება შენი ნამდვილი ნიჭია, მაგრამ გახსოვდეს – ეს შეიძლება რთულიც იყოს, მით უმეტეს, როცა ვინმე ბოროტად სარგებლობს ამ თვისებით.

წლების გასვლასთან ერთად, ახალ გაკვეთილებს ისწავლი და რეალურ სამყაროს ყოველგვარი მსხვერპლისა და თავდადების გარეშე შეხვდები. საბედნიეროდ, ბევრი შესაძლებლობა გაქვს ირგვლივ – გყავს სანდო ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და მუდამ კარგი უნდათ შენთვის.

თევზს უყვარს ტალღებთან ერთად სიარული. თუმცა შენ ზოგჯერ დინების საპირისპიროდაც მიდიხარ და გამოწვევებს ძალიან გაბედულად ეგებები. როგორც ზოდიაქოს ყველაზე თანამგრძნობი ნიშანი, შენ მნიშვნელოვნდ თვლი – შეგეძლოს საკუთარი ინტერესების დაცვაც. ეს წელი შენ უამრავ ენერგიას მოგცემს და დაგარწმუნებს, რომ საზღვრების არსებობს ყველა ურთიერთობაში აუცილებელია. ასეთ შემთხვევაში, ვეღარავინ ისარგებლებს შენით!

ვერძი

კეთილი იყოს შენი მობრძანება უკეთეს წელში, ძვირფასო ვერძო! წინ დიდი თავგადასავლები გელის. პიროვნულ დონეზე ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწევს, რათა შენი ამბიციები დაიკმაყოფილო. შენი პირადი პლანეტა მარსი 2021 წელს ბევრად საინტერესო მოვლენებს გეგმავს. წარმატებებს კიდევ უფრო უახლოვდები, მთავარია არ იჩქარო და კარგად აწონ-დაწონო შენი მიზნები.

შესაძლოა კარიერული ცვლილებები მოგინდეს, ამაში ცუდი არაფერია – მთავარია კარგად დაგეგმო! ყველას ცვლილებები და ახალი გამოწვევები გვზრდის. გახსოვდეს, რომ თუ ბევრს იმუშავებ, დროსთან ერთად ყოველი სამუშაო შემსუბუქდება – შენი შემოსავალი კი უფრო და უფრო გაიზრდება. გახდები მოთხოვნადი და საჭირო!

ჰკითხე შენს თავს – რა გინდა ურთიერთობებისგან, რას მოელი, რისი გაცემისთვის ხარ მზად? მარტო მყოფ ვერძს ბევრი ეძებს, ასე რომ, თვალები ფართოდ გაახილე! ურთიერთობებისთვის ეს წელი ამ პრინციპს ეყრდნობა: ან სასურველს მიაღწევ, ან თავიდანვე დაასრულებ. სატურნის თხოვნაა, მოძებნო თავისუფლება პასუხისმგებლობებს შორისაც. ამიტომ არ შეგეშნდეს ურთიერთობების, უბრალოდ შენი თავი ყოველთვის პრიორიტეტად უნდა დარჩეს!

კურო

ეს წელი მომადუნებელიც იქნება და თან რთულიც, ძვირფასო კურო. მაგრამ სირთულეების გარეშე არაფერი გამოვა – მით უმეტეს 2021 წელს. დროა, საუკეთესო ცხოვრების მოპოვებაზე იფიქრო. ეს კი ციდან არ ჩამოვარდება.

შენ ყოველთვის ცდილობ შეცდომები აირიდო, არადა ზოგჯერ აუცილებელია მათი დაშვება. ნუ მოერიდები რთულ გზებს, გამოწვევებს. სანამ ახალ გზას მტკიცედ შეუდგები, ბევრ რამეზე უნდა თქვა ,,დიახ”. შემდეგ ნელ-ნელა გამოარჩევ ისეთ მოვლენებსაც, რაზეც უარის თქმა აღარ გაგიჭირდება. მთავარია გამოცდილებები შეიძინო და საკუთარი ადგილი იპოვო იქ, სადაც ეძებ.

შენ ძალიან გიყვარს ხალხთან ურთიერთობა, თუმცა ზოგჯერ გაურბი მათ. ინტროვერტობაში ცუდი არაფერია. მთავარი ის არის, რომ ამან ხელი არ შეგიშალოს შენს განსახორციელებელ გეგმებში. ეს სიყვარულისა და დაფასების წელია და შენ ზუსტად უნდა იცოდე, როგორ ურთიერთობაში გსურს თავის დამკვიდრება. ხშირად ამაზე ჩამოყალიბება გვიჭირს, მით უმეტეს, თუ მარტოობა ძალიან მოგვწონს. თუმცა გახსოვდეს, ძვირფასო კუროვ, რომ მცდელობები ყოველთვის ღირს. ასეთ შემთხვევაში ზუსტად გეცოდინება – გინდოდა კონკრეტული გზის გავლა თუ არა. დანაკლისების დარჩენას ისევ შეცდომების დაშვება გერჩივნოს!

მშვილდოსანი

2021 წლის ჰოროსკოპი

ახალი წლის დასაწყისი უნიკალურ იდეებს მოგიტანს, მშვილდოსანო! გონება შემოქმედებით დაიმუხტება. სატურნისა და იუპიტერის შეერთება გამოიწვევ ისეთი გასაოცარი კონცეფციების წინა პლანზე წამოწევას, როგორიცაა წარმატება, თვითგამოვლენა, კარმა და პასუხისმგებლობა.

ეს ენერგია ცერებრალურ დონეზე შეგეხება და შექმნი ისეთ ინფორმაციებს, რომლის შექმნაზეც გეგონა – კრეატიულობა არ გეყოფოდა. ახლა შესანიშნავი დროა კოლეჯის რაიმე კურსის დასაწყებად ან ახალი ჰობის შესაძენად. შექმენი ცხრილი და დაგეგმე დღეები – სატურნს მოსწონს სტრუქტურულობა! გახსოვდეს, რომ საქმესთან ერთად დასვენებაც უნდა დაგეგმო.

2021 წელი მოგიტანს დიდ პიროვნულ ევოლუციას და ბევრი რამ უფრო მარტივად მოგეჩვენება, ვიდრე ადრე ხედავდი. შენი გონება მთელი წლის მანძილზე დაინტერესებული იქნება ახალი ინფორმაციების ათვისებით. ამის გამო, კარგი იქნება, თუ მედიტაციასაც დაიხმარებ, რათა უკეთ დააკვირდე ტვინის მუშაობას და მნიშვნელოვანი იდეები არ გამოგეპაროს.

თხის რქა

2021 წელი შენთვის საკუთარ თავზე დაკვირვების დრო იქნება. მზე, პლუტონი და მერკური ერთად მუშაობენ, რათა თხის რქას თვითგამორკვევაში დაეხმარონ. წინა პლანზე წამოვა იდნტობის საკითხი, მოგიწევს ამასთან დაკავშირებული სირთულეების გავლა. შესაძლოა მცირე კრიზისიც გქონდეს, თუმცა ამის გარეშე ვერ მიაღწევ სრულყოფას. ჩავარდნები აუცილებელია!

ახლა არაჩვეულებრივი დროა საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყებად. კარგი იქნება, თუ ქოუჩინგის სესიებს გაივლი, დაინტერესდები სხვადასხვა სუნთქვითი თერაპიით. არაცნობიერთან დაკავშირება შენში არსებულ პასუხებს გაპოვნინებს. ეს პასუხები კი საინტერესო გზების აღმოჩენის საწინდარია.

გაზაფხული შედარებით რთული იქნება, მაგრამ ზაფხულში, თუკი კარგად დაისვენებ, ბევრად შემსუბუქდები. არ დაგავიწყდეს დრო დაუთმო თვითმოვლას, გართობას, სიყვარულს, საყვარელ ჰობს. არ გადაიტვირთო მუშაობით. წარმატების მთავარი ძალა შესვენებაა.

მერწყული

იუპიტერი, სატურნი და მერკური მერწყულის ცენტრში მოგზაურობენ. ისინი გაფაციცებით ეძებენ ცვლილებების საწყისს ამ ნიშნის მიკრო და მაკრო დონეზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა მიეხმარო მათ – უნდა იმუშაო ეგოზე და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღებაზე. ეს ორი ფაქტორი დადებით ცვლილებებს განგახორციელებინებს.

20 იანვარს მზე მერწყულში შევიდა, ამ ფაქტმა კი შენს ნიშანს ძლიერი თავდაჯერებულობა და ენერგია მისცა. შესაძლოა ცოტა ხიბლში იყო გადავარდნილი, მაგრამ თუ მუშაობას არ შეწყვეტ, ყველაფერი დალაგდება! თუ თავს ცოტა ხნით სამყაროს ცენტრში წარმოიდგენ, ამაში ცუდი არაფერია.

წელს შენი განვითარების შანსები ასტრონომიულად არის გაზრდილი. ყოველთვის, როცა სამყარო გაკვეთილს გასწავლის, ეს წინსვლისთვის უნდა გამოიყენო. გულს ნუ გაიტეხ, თუ დამარცხდები, მთავარი ძალა წამოდგომაა! სულ ერთნაირად მხნედ ვერ ივლი. მარცხი გვზრდის!

ტყუპები

კეთილი იყოს შენი მობრძანება განსაკუთრებულ წელში, ტყუპებო! შენი ნიშნისთვის 2021 წელი უამრავი შესანიშნავი მომენტით იქნება სავსე. ფინანსურ მდგომარეობაზე დროებით არ ინერვიულო, რადგან წელს არ გექნება განსაკუთრებულად მსხვილი ხარჯები და მუდამ გექნება თანხა იმისთვის, რაც იმ მომენტში დაგჭირდება.

შენ გელის ძალიან ბევრი მოულოდნელობა, რაც დადებითად იმოქმედებს მომავალ ცხოვრებაზე. იქნები მეტად დალაგებული და აწმყოზე ორიენტირებული, ვიდრე ოდესმე. შესაძლოა ყურადღების ცენტრშიც მოექცე და ბევრ ადამიანს შენგან რჩევების მიღება დასჭირდეს. თუ მზად ხარ ცვლილებებისთვის და გსურს შენს ბედს მიენდო, უბრალოდ მოემზადე თავგადასავლებისთვის!

გასულ წელი, იუპიტერის, სატურნისა და პლუტონის თხის რქასთან შეერთების გამო, ბევრისთვის რთული იყო – მით უმეტეს შენთვის, რადგან ბევრი ფსიქოლოგიური სტრესის გადატანა მოგიწია. ბევრ ტყუპს დეპრესიაც აწუხებდა. თუმცა ტყუპების ბუნება მაინც ოპტიმისტურია და ისინი რწმენას არ კარგავენ.

წინ კარგი წელი გელოდება, ტყუპებო! არაფერია შენთვის მიუღწეველი.მიენდე ინტუიციას, თუ რაიმეს შეცვლა გინდა, აღარ გადადო – ეს ეხება კარიერასაც და პირად ცხოვრებასაც. მთავარია სიახლეებს არ შეუშინდე!

კირჩხიბი

კეთილი იყოს შენი მობრძანება დაუჯერებელ წელში, კირჩხიბო! შენ უამრავ ძლიერ მომენტს გამოსცდი, რაზეც აქამდე ფიქრობდი, რომ ეს შენთვის არ იყო. 2020 წელს შენმა ნიშანმა წარმოუდგენელი ცვლილებები განახორციელა. საინტერესო გამოწვევები არც წელს მოგაკლდება!

წინა წელს ბევრმა კირჩხიბმა შეძლო სტაბილური ცხოვრების შექმნა – რომანტიკულ, პირად და კარიერულ დონეზეც. ზოგიერთი კი ახლა არის ძიების პროცესში. ალბათ შენც ეძებ სანდო ადამიანებს, საყვარელ საქმეს და სიმშვიდეს, ძვირფასო კირჩხიბო. მთავარია საკუთარი თავის კვლევის პროცესი არასდროს შეწყვიტო, დანარჩენი მარტივად დალაგდება.

2021 წელი შენთვის საინტერესო იქნება. სირთულეები და წინაღობებიც გელის, გელის იმედგაცრუებაც, მაგრამ ამის გარეშე ვერ მიიღებ იმას, რასაც ეძებ. ასე რომ, მოტივაციას ნუ დაკარგავ. თუ იგრძნობ, რომ ყველაფრის კეთებით დაიღალე, ეცადე საქმე შეამცირო და მარტივი ნაბიჯებით გააგრძელო სვლა. მოძრაობის პროცესში კი კვლავ დაგიბრუნდება მოტივაცია. მთავარია არ გაჩერდე!

შენი რომანტიკული თავგადასავლები დიდი სიყვარულით აგავსებს, პირველ რიგში საკუთარ თავს შეგაყვარებს ძალიან ძლიერად! ეს უკანასკნელი კი შენ ირგვლივ ყველაფერს გაალამაზებს!

ლომი

მოემზადე მნიშვნელოვანი წლისთვის, ლომო! პლანეტები ემზადებიან, რომ წინსვლაში დაგეხმარონ! 2020 წელი კოლექტიური გამოწვევების დრო იყო, ახლა კი ყველა ლომს აქვს მიზეზი 2021 წელს იმედიანად შეხვდეს – სიყვარულშიც და კარიერაშიც.

ერთის მხრივ, ბევრ ლომს გაუჭირდება პირადი მიზნებისა და გეგმების ასრულება, მით უმეტეს, თუ ერთდროულად ბევრი რამ სურს. თან სატურნი წინაღობებს ამზადებს შენთვის! მაგრამ ეს წინაღობა ბევრისთვის ახალი გზების მოფიქრების მოტივაციას აჩენს.

2021 წელს ლომი უკეთ გამოერკვევა, თუ რა უნდა და როგორ აპირებს ამის მიღწევას! მშვენიერი კოსმოსური განლაგება ხელს უწყობს ლომების პიროვნულ ზრდას და ბედნიერებას, მთავარია დაბრკოლებებმა არ შეგაშინოს!

სამყარო დაგეხმარება გაზრდაში, ძვირფასო ლომო, შენ იმაზე ძლიერი გახდები, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ! კონცენტრირდი შენს საჭიროებებზე, მიიღე გამოწვევები და დაუთმე დრო იმის კვლევას, თუ რა გხევს უკან, რა გიშლის ხელს წარმატების მიღწევაში. როცა პიროვნული შემზღუდველობებისგან გათავისუფლდები, ბევრი რამ ძალიან გამარტივდება!

2021 წელი არ იქნება კომფორტული და მომადუნებელი წელი. მაგრამ ეს კარგიცაა, მოდუნება დასვენების საშუალებაა და არა ზრდის. გაზრდაში სწორედ შეცდომები და სირთულეები გვეხმარება. იარე წინ, არ შეწყვიტო მოძრაობა, შემოიკრიბე გარშემო სანდო ადამიანები. თავი მარტოსულადაც რომ იგრძნო, იცოდე, რომ ეს ასე არაა. შენ შენი თავი გყავს!

ქალწული

კეთილი იყოს 2021 წელში მობრძანება, ძვირფასო ქალწულო! შენთვის ახალი შესაძლებლობებ იხსნება! შენი ზრდის დრო მოვიდა, შენი მიზნების ასრულების. დაასრულე ოცნება და უბრალოდ შეადგინე გეგმები, რადგან ოცნება გეგმის გარეშე უბრალოდ სურვილია. მიიღე ახალი შესაძლებლობები, რასაც სამყარო შემოგთავაზებს: პიროვნული ზრდა, ჯანმრთელობა, სიყვარული, მეგობრობა, წარმატება – ბევრი საქმე გაქვს წელს! ბევრი კარგი გამოწვევა გელოდება, და იცოდე – არ იზარმაცო!

მუშაობის დროს ყურადღებით მოეკიდე ფიზიკურ ჯანმრთელობას, არ უგულებელყო სხეულის სიგნალები. თუ დასვენება გჭირდება, დაისვენე. შესვენებული გონება და სხეული უკეთ განაგრძობს მუშაობას! ზოგ ადამიანს ჰგონია, რომ ჯანმრთელობა ,,მოიცდის”, არადა სჯობს, საწყის ეტაპზე აღმოფხვრა ყველა სახის პრობლემა!

2021 წელი შენი ზრდისა და განვითარების დროა. შენ არ გეშინია შრომის, გადატვირთული კალენდრის, სიახლეების. ზოგჯერ მოტივაციას კარგავ, მაგრამ მერე რა, მოტივაციაც საქმეში მოდის. თუ შეატყობ, რომ ემოციურად იღლები, ნუ დაელოდები ხასიათზე მოსვლას, ამ დროსაც აკეთე ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და შემდეგ ნელ-ნელა გადადი უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე.

სასწორი

მოემზადე ახალი გამოწვევებისთვის, სასწორო! შესაძლოა შენი ოჯახი და მეგობრები სირთულეებს აწყდებოდნენ პირად ურთიერთობებში, კარიერაში, ალბათ შენი მხარდაჭერაც დასჭირდებათ. ახლა მთავარია, მათი განწყობები არ გადმოგედოს და ხასიათი არ გაგიფუჭდეს, პირიქით, შენ უნდა გადასდო მათ შენი გულანთებული განწყობა!

შენთვის არ არის რთული შინაგანი ბალანსის შენარჩუნება, ამიტომ შენ ირგვლივ ხალხი თავს მშვიდად გრძნობს, სასწორისგან ყოველთვის ჰარმონიული აურა მოდის. ახლობელ ადამიანებს უყვარხარ და თუ დაგჭირდა, ისინიც მუდამ გამოგიწვდიან დახმარების ხელს. ვიცი, რომ შენთვის მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობები ძვირფას ადამიანებთან!

ნუ დახარჯავ ზედმეტ ენერგიას ისეთ საქმეებში, რასაც იცი, რომ შედეგი არ მოჰყვება. ნურც იმ ადამიანებთან გაატარებ დროს, რომლებიც გთრგუნავენ. როგორც ვახსენეთ, შენს საყვარელ ადამიანებს შესაძლოა რთული პერიოდი ჰქონდეთ, ამიტომ მათი მხარდაჭერის დროა. სანაცვლოდ შენც ბევრ ენერგიას მიიღებ!

ამ წლის მეორე ნახევარი ფინანსური კუთხითაც წარმატებული იქნება. შენ გექნება იმდენი ფული, რამდენიც მართლა გჭირდება!

მორიელი

ძვირფასო მორიელო, შენ შესაბამის დროს ელოდები იმისთვის, რომ ცვლილებები დაიწყო – ეს დრო კი 2021 წელია. ამიტომ უბრალოდ ადექი და გააკეთე, რაც გასაკეთებელია. მესმის, რომ შენი ნიშანი მეტისმეტად ემოციურია, მაგრამ ხანდახან ემოციები დიდად საჭირო არ არის რაღაცის წამოსაწყებად. ზოგჯერ ახალი რაიმეს კეთება მექანიკურადაც რომ დაიწყო, ესეც საკმარისია შესანიშნავი ფუნდამენტის მომზადებისთვის.

ახლა არაჩვეულებრივი დროა ახალი ჰობის შესაძენად ან იმისთვის, რომ რაიმე ახალი ისწავლო. გადახედე ონლაინ კურსებს, იქნებ რაიმე საშენო იპოვო. შესაძლოა ამან ახალი პროფესია მოგცეს ან ძველში გაგაძლიეროს. სწავლა უწყვეტი პროცესია, თანამედროვე პროფესიები კი – ძალიან მოთხოვნადი.

მორიელები ხშირად მოულოდნელობებს ძალიან ემოციურად ხვდებიან, მათ თან უყვართ სიურპრიზები და თან აშინებთ. 2021 წელიც მოგიმზადებს დაუგეგმავ საჩუქრებს, მაგრამ არ დაფრთხე! შესაძლოა ეს მოულოდნელობები დიდი ცვლილებების დასაწყისი იყოს. და სხვათაშორის, პირველადი შოკის მიუხედავად, მორიელებს ადაპტაციის შესანიშნავი უნარიც აქვთ. ენდე საკუთარ თავს, ძვირფასო მორიელო, და არაფერი გაგიჭირდება!

You may also like