აირჩიე ჰოროსკოპი

ბლოგი

2021 წლის ჰოროსკოპი - ზოგადი მიმოხილვა

2021 წელი ახალი ერის დასაწყისია. ამის მიზეზი გახლავთ იუპიტერისა და სატურნის მერწყულში გაერთიანება, რასაც დიდი გავლენა ექნება ჩვენს მომავალზე. 2020 საკმაოდ მძიმე წელი იყო, ასე რომ, დროა ნელ-ნელა ცვლილებებისთვის მოვემზადოთ.


ამ წლის დასაწყისში იუპიტერისა და სატურნის სიახლოვე არის ინოვაციებისა და რეფორმების სიმბოლო, რაც უამრავი სოციალური პრობლემის გადაჭრისკენ მიემართება. ეს კი იმ ტვირთის შემსუბუქებასაც გულისხმობს, რაც გასული წლის გლობალურმა პანდემიამ დაგვიტოვა. 


2021 წლის ასტროლოგია იუპიტერისა და სატურნის მოძრაობისკენაა მიმართული. მერწყულში შემავალი იუპიტერი მხოლოდ ერთ კვადრატულ ასპექტს ქმნის ურანთან – ეს მოხდა 17 იანვარს. სატურნი კი სამ კვადრატული ასპექტს შექმნის ურანში – პირველი იყო 17 თებერვალს, შემდგომი იქნება 14 ივნისს და მესამე – 23 დეკემბერს. ურანი დიდ გავლენას მოახდენს საზოგადოებრივ სისტემებზე, დაანგრევს მოძველებულ სტრუქტურებს და დააჩქარებს წინსვლას. ამისთვის აუცილებელია გავთავისუფლდეთ ძველ მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან და აღმოვაჩინოთ შემოქმედებითი პოტენციალი, რაც საზოგადოებრივი სტრუქტურების შეცვლის ფონზე გამოჩნდება.



თებერვლის მეორე ნახევარი არის სიცხადის პერიოდი – იმაზე, თუ როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება შიდა და გარე დონეზე. ცვლილებებთან ჩაღრმავება გვეხმარება მეტი სტაბილურობისა და კრეატიულობის განვითარების გზების აღმოჩენაში.

თებერვლის შემდეგ ბევრად მშვიდი დრო გველოდება, თუმცა პროგრესი მაინც გარდაუვალია. აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში მერკური, ვენერა და მზე ურანს შეუერთდებიან, ასევე აქტიურდება კვადრატული ასპექტები სატურნთან. თუმცა მაისის მეორე ნახევრის განმავლობაში კვლავ გაიზრდება არასტაბილური ძვრები, რაც მერკურის ტყუპებისკენ მოძრაობის დამსახურებაა. ამავე დროს სატურნი კვლავ ემზადება ურანთან შეერთებისკენ. 13 მაისს იუპიტერი თევზებთან გადაინაცვლებს, ეს კი დიდი იმედის ნიშანია.

 

იუპიტერი ტრადიციული საცხოვრებლის ნიშანს ტოვებს და იქცევა შთაგონებისა და წარმოსახვის წყაროდ. ამ პერიოდში მას შეუძლია ნებისმიერი სირთულის შემსუბუქება, სანამ 28 ივლისს მერწყულში არ დაბრუნდება.

2021 წლის მესამე კვარტალი იუპიტერის თევზებისკენ მოძრაობით იწყება – ეს ხდება 20 ივნისს. ხოლო მერკური 22 ივნისს ტყუპებისკენ მიემართება, რაც მესამე კვარტალის პირველ კვირას აქცევს აღდგენისა და შესვენების პერიოდად..

 

ივლისში მარსი შედის ლომში, ეს კი სატურნსა და ურანს შორის კონფლიქტს გააჩაღებს. ივლისის პირველ კვირაში ვენერაც ლომისკენ მიდის. 


როცა ვენერა და მარსი ლომში შეერთდებიან, ეს იქნება დიდებული დრო ურთიერთობებში გამოსარკვევად და საკუთარი თავის კრეატიულად გამოხატვისთვის. აგვისტოს თვე და სექტემბრის პირველი ნახევარი ძალების აღდგენისა და იმ ყველაფრის დასტაბილურების დროა, რაც ივლისში შეიცვალა.

 

2021 წლის ბოლო კვარტალი დაიწყება მერკურის სასწორთან შეერთებით, ეს შექმნის შემაფერხებელ გავლენას, რომელიც ურთიერთობების დინამიკას შეამოწმებს.ოქტომბერი შექმნის ისეთ გამოცდილებას, რომელსაც შეუძლია მაფიოდ დაგვანახოს ჩვენი მიზანი ცხოვრებაში. ამავე დროს იქნება ცვალებადობის ძლიერი ტალღები, რაც ნოემბრის შესახვედრადაა საჭირო.

 

მარსი და მერკური მორიელში აღმოჩნდებიან, ეს კი ნოემბრის პირველ ნახევარში კონფლიქტს წარმოშობს სატურნსა და ურანს შორის. 19 ნოემბერს მთვარის დაბნელება ხდება კუროში, ხოლო 3 დეკემბერს – მზის დაბნელება მშვილდოსანში. ეს ყველაფერი დააჩქარებს გადამწყვეტი მოვლენების ნაკადს, რაც მნიშვნელოვნად გარდამტეხ წერტილებს გააჩენს ჩვენს ისტორიაში.


2021 წლის ბოლო თვე კი გამოაჩენს, რომ პირადი და საზოგადოებრივი სტრუქტურები შეიცვლება და უნდა ჩავუღრმავდეთ იმ გზებს, რითიც აქამდე ვქმნიდით ჩვენს ცხოვრებას. დეკემბერი ახალ სურვილებს გაგვიჩენს, რადგან ვენერა მთელ თვეს თხის რქაში შემავალი პლუტონის ირგვლივ გაატარებს. ასევე 23 დეკემბერს ხდება სატურნისა და ურანის ბოლო კვადრატული შეერთება. ჩვენ უნდა გავანადგუროთ ის, რაც არაავთენტური და არასაჭირო გახდა. დეკემბერში კიდევ ერთხელ ვიღებთ ძველი შეზღუდვებისგან თავის დაღწევის შესაძლებლობას. 28 დეკემბერს იუპიტერი თევზებში აღმოჩნდება, ეს კი სინათლის ახალი შუქურაა, რომელიც 2021 წლის პოტენციალს თავს მოუყრის.


მაშ ასე, 2021 წელი არის ახალი იმედების გაჩენის პერიოდი და ზემოაღწერილი დინამიკიდან გამომდინარე, პოზიტიურ ცვლილებებს 2022 წელშიც უნდა ველოდოთ.